ახალი სკოლა - INFOMan.Ge კერძო სკოლები თბილისში, საქართველო

ajax loading

ახალი სკოლა

ახალი სკოლა - ფოტოგალერეა

ახალი სკოლა - საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: ახალი სკოლა
კატეგორია: კერძო სკოლები
მისამართი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი, 35
ტელეფონი: ახალი სკოლა - ტელეფონი +995 32 2 23 17 28
ფაქსი: ახალი სკოლა - ფაქსი +995 32 2 25 70 79
ელ-ფოსტა: ახალი სკოლა - ელ-ფოსტა director@newschoolgeorgia.com
საიტი:

ახალი სკოლა - რუკა მდებარეობა

რუკა

ახალი სკოლა, axali skola, new school თბილისში ბაგებში წყნეთის გზატკეცილზე. მიიღეთ ინფორმაცია სკოლაში მიღების და სწავლის პროცესის შესახებ.

X

ახალი სკოლა - ინფორმაცია

ინფორმაცია

ჩვენი ამოცანაა ავღზარდოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ მზად იქნებიან ახალი ცოდნის მისაღებად და დღევანდელ,  წინააღმდეგობებით აღსავსე მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებების შესატანად. 

ჩვენი მიზნებია:

მოსწავლეებს ქართულად და ინგლისურად მივაწოდოთ მოწინავე, თანამედროვე პროგრამები,
შევასწავლოთ ფუნდამენტური დისციპლინები,
უახლესი ტექნოლოგიები,
ხელოვნების ციკლის საგნები,

ჩამოვაყალიბოთ საერთაშორისო აზროვნების მქონე ადამიანები, რომლებიც დააფასებენ კაცობრიობის ლტოლვას ცოდნისაკენ,
იქნებიან ტოლერანტულები,
შეძლებენ კონფლიქტების გადაჭრას,
ემსახურებიან საზოგადოებრივ საქმეს,
აიღებენ პასუხისმგებლობას გარემოზე,
იცხოვრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ისტორია:

“ახალი სკოლა” 11 წლისაა. იგი 1998 წელს “საერთაშორისო სახლის” ბაზაზე, როგორც კერძო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა დაარსდა. მაშინ სკოლაში მხოლოდ 30 მოსწავლე იყო. 1999 წელს სკოლაში უკვე 200 მოსწავლე ირიცხებოდა და მალე დღის წესრიგში საკუთარი შენობის შეძენის აუცილებლობაც დადგა.

2003 წლიდან “ახალმა სკოლამ” ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის 35-ში დაიდო ბინა. ამჟამად “ახალ სკოლაში” 550-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და 80-მდე მასწავლებელი მუშაობს. სკოლაში 30 სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეა.

2007 წლიდან სკოლაში ახალი ინგლისურენოვანი დაწყებითი განყოფილება (3 წლიდან 6 წლამდე და პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით) გაიხსნა, ხოლო 2008 წლის სექტემბერში კი ახალი ინგლისურენოვანი საბაზო სკოლის განყოფილება მეექვსე კლასიდან მეათე კლასის ჩათვლით.

2011 წლის სექტემბრიდან სკოლაში ქართულთან ერთად ინგლისურენოვანი XI კლასიც იმუშავებს. ინგლისურენოვან კლასში მოსწავლეები საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამით ისწავლიან ხოლო ქართულენოვან XI –XII კლასებში კი ქართული ეროვნული პროგრამებით.

2003 წელს “ახალი სკოლა” საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის დაწყებითი კლასების PYP-ს წევრობის კანდიდატი გახდა.

2008 წელს ამ ორგანიზაციის დაწყებითი კლასების პროგრამის (PYP) აკრედიტაცია მიიღო და საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლა გახდა.

2010 წელს “ახალმა სკოლამ” საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ( DP) აკრედიტაცია მიიღო.


ახალი სკოლა - კომენტარები

კომენტარები

მსგავსი ორგანიზაციები

- კომენტარები

მსგავსი ობიექტები