ბომბორა - INFOMan.Ge სხვადასხვა... თბილისში, საქართველო

ajax loading

ბომბორა

ბომბორა - ფოტოგალერეა

ბომბორა - საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: ბომბორა
კატეგორია: სხვადასხვა...
მისამართი: თბილისი, მთაწმინდა,
ტელეფონი: ბომბორა - ტელეფონი +995 32 2 43 47 70
ელ-ფოსტა: ბომბორა - ელ-ფოსტა bombora@posta.ge
საიტი:

ბომბორა - რუკა მდებარეობა

რუკა

მთაწმინდის პარკი ბომბორა - იპოვეთ თბილისის ბიზნეს რუკაზე და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია

X

ბომბორა - ინფორმაცია

ინფორმაცია

მთაწმინდის პარკი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, თბილისი კი საშუალოდ 430 მეტრზეა. თბილისის ცენტრიდან პარკამდე 7,5 კილომეტრია, რასაც საშუალოდ 12–15 წუთი სჭირდება მსუბუქი მანქანით და დაახლოებით 15–20 წუთი ავტობუსით. მთაწმინდის პარკის მიმართულებით 2 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს: #124 ავტობუსი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან და #90 ავტობუსი კოლმეურნეობის მოედნიდან. მთაწმინდის პარკის ავტოსადგომი მდებარეობს მთავარი შესასვლელიდან 2,1 კილომეტრის მოშორებით, საიდანაც პარკის მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობენ. დედაქალაქიდან მთაწმინდის პარკამდე ყველაზე მოკლე გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ ფუნიკულიორითა და საბაგირო გზის მეშვეობით; ამ ობიექტების რეკონსტრუქცია თბილისის მერიასთან შეთანხმებით 2012 წლამდე დასრულდება. 
2008 წელს თბილისის მერიამ, მართვის უფლება 49 წლიანი ვადით გადასცა კომპანია „რაკიინ დეველოპმენტს“. კომპანიის ვალდებულების მიხედვით, რაკიინ დეველოპმენტს დაეკისრა ფუნიკულიორის ქვედა გაჩერების, საბაგირო გზის რეკონსტრუქცია და ორი დიდი ატრაქციონის ( გიგანტური ბორბალისა და ამერიკული მთების) მშენებლობა. პარკი გაიხსნა 2009 წლის 4 აპრილს. მთაწმინდის პარკი არის IAAPA წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია (TUV) ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.
მთაწმინდის პარკში ამ დროისთვის 60–მდე ატრაქციონი და სათამაშო დანადგარი ფუნქციონირებს.


განახლებული მთაწმინდის პარკი:

“მოცეკვავე ხე” – ხე რომ ტრიალებს კარუსელი საკმაოდ სწრაფია და მაღლაც ადის;
წყლის ატრაქციონი – “მორების რაფტინგი” – ხელოვნური მორების მატარებელი ამერიკული მთების მსგავს კონსტრუქციაზე ადის და სიმაღლიდან წყალში ეშვება ორჯერ, პირველად ცოტა დაბლიდან, მეორედ ცოტა მაღლიდან, ამოდის და წყლით იწუწები.
ტრამვაი, რომელიც შიდა ტერიტორიაზე დადის (დაახლოებით 7 წუთი);
“დიდი მანქანები” – დასაჯახებელი მანაქანები დიდი მოედნით და მანქანებით;
“მოჩვენებათა ციხე-კოშკი” – საშიში სურპრიზებით, ურჩხულებით;
ტირი.

შენდება:
“ბანჯი ბატუტი” – ფუნიკულიორის შენობის გვერდით;

ექსტრემალური ზონის ატრაქციონები:

“სავარძელი შურდული” – მაღლა გისრვის სწრაფად (16 წლიდან);
“X ველოსიპეტი”;
“მეგა დაცემა” – მაღალ ღერძზე ავარდნა და ჩამოშვება (12 წლიდან);
“რვაფეხა” – კარუსელი ადის მაღლა, ფორმებს იღებს, ბზრიალებს, მთის ნაპირზეა და ზემოდან უშველებლი სიმაღლე მოჩნას.
გიგანტური სასრიალო;
გიგანტური ბორბალი (ეშმაკის ბორბალი);
ამერიკული მთები.

პარკში შესვლა უფასოა. შესავლელში სალაროა, სადაც 1 ლარად შეიძენ მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკურ ბარათს, რომელზეც დარიცხავ ნებისმიერ თანხას და შემდეგ მხოლოდ პლასტიკურით იხდი. გაატარებთ ბარათს სასურველი ატრაქციონის გამშვებ პუნქტში და ღირებულება ჩამოგეჭრებათ დეპოზიტიდან…
ყველა ატრაქციონზე სხვადასხვა ფასია: წყლის ატრაქციონი 4,90 ლარი ღირს, ტრამვაი – 50 თეთრი, ბზრიალა ხე – 3 ლარი; მანქანები დიდებისთვის – 2 ლარი

მთაწმინდის პარკამდე ავტობუსები დადიან მეტრო რუსთაველიდან N 124, N 90 რკინიგზის სადგურიდან, ლეონიძის ქუჩიდან (ეროვნულ ბანკთან დგება, თავისუფლების მოედანზე ქორთიარდ მარიოტის გვერდითა ქუჩის მხარეს). მგზავრობა 0.40 თეთრი ღირს.
ატრაქციონები მუშაობს 19.00 საათამდე, პარკი 21.00 საათამდე.

ბომბორა - კომენტარები

კომენტარები

მსგავსი ორგანიზაციები

- კომენტარები

მსგავსი ობიექტები