საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - ინფორმაცია
ინფორმაცია
საქართველოს შრომის ჯანმრთველობის და სოციალური დაცვის სამინისტრი ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას შრომის, ჯანრთელობის და სოციალური დაცვის სფეროებში.
სამინისტროს მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, უზრუნველყოს ჯანრთელი გარემო ცხოვრებისა და მუშაობისთვის.
სამინისტროს საქმიანობა მოიცავს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფას; სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირებას; სახელმწიფო პენსიების მართვას, მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას; უსაფრთხო გარემოს შექმნას ცხოვრებისა და შრომისათვის; მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის განხორციელებას, შვილად აყვანასთან და ბავშვის უფლებების და ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.