შემოსავლების სამსახური - INFOMan.Ge სხვადასხვა... თბილისში, საქართველო

ajax loading

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური - ფოტოგალერეა

შემოსავლების სამსახური - საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: შემოსავლების სამსახური
კატეგორია: სხვადასხვა...
მისამართი: თბილისი, გორგასალის ქ., 16
ტელეფონი: შემოსავლების სამსახური - ტელეფონი +995 32 2 26 18 43
ელ-ფოსტა: შემოსავლების სამსახური - ელ-ფოსტა info@rs.ge
საიტი:

შემოსავლების სამსახური - რუკა მდებარეობა

რუკა

შემოსავლების სამსახური / Shemosavlebis Samsaxuri - ჩეკების გათამაშება. Chekebis Gatamasheba. ჩეკების ლატარეა. Chekebis latarea იპოვეთ თბილისის რუკაზე და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.

X

შემოსავლების სამსახური - ინფორმაცია

ინფორმაცია

შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურმა „ჩეკების გათამაშება“ დაიწყო.

ჩეკის შესამოწმებლად მიჰყევით ამ ბმულს

შემოსავლების სამსახურმა უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო. 18 აპრილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი (ნაღდი ფულით) შესყიდვის დროს მიღებული ჩეკით, წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდებით. გათამაშდება 10, 20, 50, 100, 10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები.

გათამაშება ტარდება ყოველდღე, 18 აპრილის დილის ათი საათიდან, მისი მიმდინარეობის განმავლობაში მოგების სახით გაიცემა 9 მილიონი ლარი.

„ჩეკების გათამაშებაში“ ჩართვა მარტივია - ამისათვის, საჭიროა ნებისმიერი შესყიდვის დროს მოითხოვოთ ჩეკი, ხოლო შემდეგ მარტივად გადაამოწმოთ, გახდით თუ არა იღბლიანი ქვითრის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ გათამაშების მონაწილე, არათუ უსასყიდლოდ ერთვება წამახალისებელ ლატარიაში, მას ასევე, უსასყიდლოდ, შეუძლია შეამოწმოს ჩეკის მომგებიანობა.

შემოსავლების სამსახურის შესახებ

შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე ადგილსამყოფელი.

საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო ორგანოები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სხვა ორგანოებს. საგადასახადო კონტროლს ასევე ახორციელებს სხვა პირი, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო ორგანოებია შემოსავლების სამსახური და მის შემადგენლობაშ შემავალი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები.

შემოსავლების სამსახურის ხედვა
შემოსავლების სამსახური არის გადასახადის გადამხდელზე ორიენტირებული, პროფესიონალი და გამჭვირვალე ბიზნეს-პარტნიორი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში არსებულ კომერციულ საქმიანობას კომფორტულად აწარმოოს ბიზნესი.

შემოსავლების სამსახურის მისია
შემოსავლების ეფექტური ადმინისტრირებით, გაუმარტივოს მეწარმეებს საქმიანობა და ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. უზუნველყოს ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, რომელიც დაიცავს გადამხდელებს არალეგალური ბიზნესისგან და დაეხმარება მათ საქმიანობის წარმატებულად მართვაში.

შემოსავლების სამსახურის მიზანი
შემოსავლების სამსახურის მიზანია გადასახადების ადმინისტრირება გახადოს მარტივი, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი. გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობისას უნდა დარჩეთ სამართლიანობის გრძნობა.

შემოსავლების სამსახური - კომენტარები

კომენტარები

მსგავსი ორგანიზაციები

- კომენტარები

მსგავსი ობიექტები