საქართველოს უნივერსიტეტი - INFOMan.Ge უნივერსიტეტები თბილისში, საქართველო

ajax loading

საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი - ფოტოგალერეა

საქართველოს უნივერსიტეტი - საკონტაქტო ინფორმაცია

დასახელება: საქართველოს უნივერსიტეტი
კატეგორია: უნივერსიტეტები
მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 77a
ტელეფონი: საქართველოს უნივერსიტეტი - ტელეფონი +995 32 2 55 22 22
ელ-ფოსტა: საქართველოს უნივერსიტეტი - ელ-ფოსტა ug@ug.edu.ge
საიტი:

საქართველოს უნივერსიტეტი - რუკა მდებარეობა

რუკა

საქართველოს უნივერსიტეტი / University Georgia. წამყვანი და სწრაფად მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. საქართველო უნივერსისტეტში ყველა პირობაა შექმნილი მაღალი დონის განათლების მისაღებად.

X

საქართველოს უნივერსიტეტი - ინფორმაცია

ინფორმაცია

რატომ საქართველოს უნივერსიტეტი?

თუ გსურთ, ისწავლოთ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების დონის ქართულ უნივერსიტეტში და მიიღოთ ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანს გაგხდით თქვენი თაობის ახალგაზრდებთან ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ, რომ სტუდენტური წლები გაატაროთ კომფორტულ და სუფთა გარემოში, ისარგებლოთ ყველა საჭირო წიგნითა და პერიოდული გამოცემით, კომპიუტერიზებული ბიბლიოთეკით, ელექტრონული ფონდებითა და შეუზღუდავი საინტერნეტო მომსახურებით, სპორტული მოედნებითა და დარბაზებით, ჩაერთოთ აქტიურად სხვადასხვა სტუდენტურ კლუბებში და განივითაროთ ლიდერის უნარ-ჩვევები - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ, რომ ისწავლოთ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებში, მოისმინოთ ლექციები, რომლებსაც წაგიკითხავენ საუკეთესო ქართველი და უცხოელი სპეციალისტები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ, საუნივერსიტეტო სწავლის პერიოდში შეხვდეთ, გაეცნოთ, მოუსმინოთ და ესაუბროთ მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, კინო თუ ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეებს – აირჩიეთ სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ მონაწილეობა სხვადასხვა სახის სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში, როდესაც თქვენი მასპინძლები იქნებიან მსოფლიოში სახელგანთქმული ევროპული თუ ამერიკული უნივერსიტეტები – აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ, ცოდნის შეძენის რთული პროცესი დაცულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში გაატაროთ, სადაც მთელი სტუდენტური პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებით უფასო სამედიცინო მომსახურებითა და საუკეთესო სამედიცინო დაზღვევით - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

თუ გსურთ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გქონდეთ წარმატებული პროფესიული კარიერა და უზრუნველყოფილი ცხოვრება - აირჩიეთ საქართველოს უნივერსიტეტი!

სტუდენტური ცხოვრება საქართველოს უნივერსიტეტში

საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა მიმართულია უნივერსიტეტში ჯანსაღი სტუდენტური გარემოს შექმნისკენ. მისი მიზანია, დაეხმაროს და შესაძლებლობა მისცეს თითოეულ სტუდენტს, გამოავლინოს საკუთარი თავი, განავითაროს საკუთარი ინტერესის სფერო და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სტუდენტურ საქმიანობაში, რომელიც უნივერსიტეტის ფარგლებში ან მის ფარგლებს გარეთ ჩატარდება.

უნივერსიტეტი მოუწოდებს ყველა სტუდენტს აქტიურად ჩაერთოს სტუდენტურ ცხოვრებაში და ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებებს.

ბიბლიოთეკა

საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ყველა საუნივერსიტეტო პროგრამის მიმართულებით მოიპოვება უახლესი სახელმძღვანელოები და წიგნები, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად მიიღონ საჭირო ლიტერატურა და იმუშაონ მათთვის საინტერესო მიმართულებით. გარდა ამისა, სუ-ის ბიბლიოთეკა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის. აქ თქვენ დაგხვდებათ მდიდარი ფონდები ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის, ეკონომიკის, ბიზნესის, პოლიტიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ისტორიის, ლიტერატურისა და მეცნიერების მრავალი სხვა დარგის მიმართულებით. სუ-ის ბიბლიოთეკა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებს, ისე ფართო საზოგადოებას სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას,

საქართველოს უნივერსიტეტი - კომენტარები

კომენტარები

მსგავსი ორგანიზაციები

- კომენტარები

მსგავსი ობიექტები